აშშ მოუწოდებს ამერიკელ პილოტებს, ბელარუსის საჰაერო სივრცეში გადაადგილების დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ
აშშ მოუწოდებს ამერიკელ პილოტებს, ბელარუსის საჰაერო სივრცეში გადაადგილების დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ

შეერთებული შტატები მოუწოდებს ამერიკელ პილოტებს, ბელარუსის საჰაერო სივრცეში გადაადგილების დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. როგორც „ამერიკის ხმის“ უკრაინულენოვანი რედაქცია იუწყება, შესაბამისი გაფრთხილება აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვაშინგტონმა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა, ასევე მკაცრად დაგმო „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებითი დაშავება და ბორტზე მყოფი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავება.

28 მაისს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებენ.