მედიის ცნობით, „ვაგნერის“ კუთვნილი თვითმფრინავი დღეს მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე დაეშვა, უცნობია, ვინ იმყოფებოდა ბორტზე
მედიის ცნობით, „ვაგნერის“ კუთვნილი თვითმფრინავი დღეს მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე დაეშვა, უცნობია, ვინ იმყოფებოდა ბორტზე

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ კუთვნილი თვითმფრინავი დღეს, დილით მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Flight Radar 24-ის მონაცემებზე დაყრდობით ავრცელებს.

ამასთან, უცნობია, ვინ იმყოფებოდა ბორტზე.

კერძოდ, თვითმფრინავი მინსკიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე მაჩულიშის აერდორომზე დილის 07:40 საათზე დაეშვა. Flight Radar 24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი როსტოვიდან აფრინდა. 20 წუთის ინტერვალით აეროდრომზე კიდევ ერთი კერძო თვითმფრინავი დაეშვა, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან აფრინდა.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი შაბათს, საღამოს ქალაქ დონის როსტვიდან გასვლის შემდეგ არ გამოჩენილა. კრემლის განცხადებით, ბელაურისის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინი ბელარუსში უნდა წავიდეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა კი შეწყდება.