მინსკის ეროვნულ აეროპორტში აცხადებენ, რომ მინსკი-ფრანკფურტის რეისზე შესაძლო ტერაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღეს
მინსკის ეროვნულ აეროპორტში აცხადებენ, რომ მინსკი-ფრანკფურტის რეისზე შესაძლო ტერაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღეს

მინსკის ეროვნულ აეროპორტში განაცხადეს, რომ მიიღეს შეტყობინება, მინსკიდან ფრანკფურტის მიმართულებით მიმავალ რეისზე ტერაქტია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას მინსკის აეროპორტის ტელეგრამ არხი ავრცელებს.

საუბარია ავიაკომპანია „ლუფთჰანზასავიარეისზე, რომელიც ამჟამად ისევ ბელარუსის აეროპორტშია გაჩერებული. მგზავრთა რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია და მიმდინარეობს თვითმფრინავის შემოწმება.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.

ბელარუსმა დისპეჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს, რომ მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეატყობინეს.

მინსკში დაჯდომის შემდეგ ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს დამოიკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.