ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკო 79,7 პროცენტით ლიდერობს
ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკო 79,7 პროცენტით ლიდერობს

ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79,7%-მა მისცა ხმა. მის მეტოქეს სვეტლანად ციხანოვსკაიას კი – 6,8%-მა.

ეგზიტპოლი ტელერადიოკომპანია „მირის“ დაკვეთით სოციოლოგიური კვლევების ახალგაზრდულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.

საარჩევნო უბნები ბელარუსში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე უნდა დახურულიყო, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, მინსკში ზოგიერთ უბანზე დღის ბოლოს ამომრჩეველთა რიგები წარმოიქმნა. სააგენტო tut.by წერს, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენები არ ეყოთ.

ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, მინსკის ცენტრში ძალოვანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დახურულია რამდენიმე მეტროსადგური.

ოფიციალური მონაცემებით, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 79,01% შეადგინა.