მინდელის სახელობის შახტაში დღეს დილით ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. პირველი არხის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.