მინდელის შახტაში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია 
მინდელის შახტაში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია 

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაშავებული სამივე მეშახტე ქუთაისში, იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

დაშავებულთაგან ერთის, მურმან აშოტიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ორ დაშავებულს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი