ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს 

12:25, 06.04.2018

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოხატავს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაღუპულების ახლობლებს თანაუგრძნობს.

„გულწრფელად თანავუგრძნობთ საქართველოში, ნახშირის საბადოზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული ექვსი მეშახტის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – წერია განცხადებაში, რომელიც ლიტვის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა. 

მსგავსი