2017 წლისა და მიმდინარე წლის მონაცემებით, ძიძიგურისა და მინდელის შახტებში 11 ადამიანია დაღუპული

10:31, 05.04.2018

ტყიბულში მდებარე მინდელის და ძიძიგურის შახტებში,  გასული წლისა და მიმდინარე წლის მონაცემებით, 11 ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში განუცხადეს.

მათვე ცნობით, ამ სტატისტიკაში შედის დღეს მინდელის შახტაში ექვსი ადამიანის დაღუპვაც.

ტყიბულში მდებარე მინდელისა და ძიძიგურის შახტები კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებში დაღუპულ მუშებს,  გასულ წელსა და მიმდინარე წლის განმავლობაში 59 ადამიანი დაიღუპა. 

ამასთან, პროფკავშირების მონაცემებით, ამავე პერიოდში ორი ადამიანი დაიღუპა ჭიათურის მაღაროში.

მსგავსი