ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას უსამძიმრებს
ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას უსამძიმრებს

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს.

„საქართველოში, მინდელის შახტში ინციდენტის გამო გულწრფელად თანავუგრძნობ ოჯახებს, ასევე მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მთავრობას და ხალხს. ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერია განცხადებაში, რომელიც უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.