მიხეილ მესხი და ბორია ფირცხელიანი თბილისის საკრებულოს წევრები გახდნენ
თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი წევრების, მიხეილ მესხისა და ბორია ფირცხელიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს.
მიხეილ მესხი და ბორია ფირცხელიანი საკრებულოს ყოფილი დეპუტატების, ბექა დავითულიანისა და ირაკლი ზარქუას ადგილმონაცვლეები არიან.
დავითულიანი და ირაკლი ზარქუა საქართველოს პარლამენტის წევრები გახდნენ, ისინი საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით შევიდნენ.