მიხეილ ჯანელიძე - თბილისში კრინიცას ეკონომიკური ფორუმის დაფუძნება ევროპულ ბაზარზე საქართველოს მეტ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს
მიხეილ ჯანელიძე - თბილისში კრინიცას ეკონომიკური ფორუმის დაფუძნება ევროპულ ბაზარზე საქართველოს მეტ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს

თბილისში კრინიცას ეკონომიკური ფორუმის დაფუძნება ხელს შეუწყობს ევროპულ ბაზარზე საქართველოს მეტ ინტეგრაციას, – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობას.

“ამ ფორუმის საქართველოში დაფუძნება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესების საქართველოთი დაინტერესებას და ევროპულ ბაზარზე საქართველოს მეტ ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. ასევე ევროინტეგრაციის პროცესში სამომავლოდ ახალი შესაძლებლობების გაჩნდება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, თბილისში კრინიცას ეკონომიკური ფორუმი პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტების მხარდაჭერით დაფუძნდა.

„პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტების მხარდაჭერით დღეს თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი დაფუძნდა. ფორუმის მომზადებაში პოლონეთში საქართველოს საელჩო, ასევე ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად იყო ჩართული. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ერთად საფუძველი ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა. დღეს თბილისში ამ ღონისძიებაზე სლოვაკური და პოლონური ბიზნესი, ასეულობით კომპანიაა წარმოდგენილი. ეს ქვეყნები საკუთარ ეკონომიკას ძალიან წარმატებულად ავითარებენ. პოლონეთის და სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მათი ბიზნესი ძალიან წარმატებულია”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.