მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს პარლამენტში პროვოკატორების ადგილი არ უნდა იყოს
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გუშინ პროვოკაცია იყო დაგეგმილი. ჟურნალისტებთან საუბარში ჯანელიძე ფრაქციების ფორმატში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
“საქართველოს პარლამენტში პროვოკატორების ადგილი არ უნდა იყოს. რაც შეეხება “ევროპული საქართველოს”, მათ მიერ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო, სადაც პასუხების მოსმენის არანაირი მზაობა არ იყო და ეს იყო არარელევანტური, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური შეხვედრა. პარლამენტის წევრებს არ მოეთხოვებათ, საერთაშორისო პოლიტიკა იცოდნენ, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ, უნდა ესმოდეთ, რომ კითხვები, რომლებიც დასვეს, სრულიად უადგილო და არაკომპეტენტური იყო”, – განაცხადა ჯანელიძემ.