მიხეილ ჯანელიძე - ოპოზიციამ კომიტეტების სხდომაზე პოპულიზმი, არაკომპეტენტურობა და უუნარობა გამოავლინა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ კომიტეტების სხდომაზე, რომელზეც მან ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარადგინა, ოპოზიციამ პოპულიზმი და აბსოლუტური არაკომპეტენტურობა გამოავლინა. ამის შესახებ მან პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ოპოზიციის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან დიდი პოპულიზმი, არაკომპეტენტურობა და უუნარობა. კონკრეტული, საგნობრივი დისკუსია უნდა გამართულიყო ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს უკავშირდება და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთობლივ ნაბიჯებზე ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დანარჩენი ყველაფერი იყო პოპულიზმი და აბსოლუტურად არაკომპეტენტურობის სრული გამოვლენა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიხეილ ჯანელიძემ რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს.