მიხეილ ჯანელიძე - ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც საპროექტო–სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კონცეფციას ამზადებს
მას შემდეგ, რაც ლევილის მამული საქართველის გადაეცა, სახელმწიფომ მმართველი საბჭოს დაფუძნებით აიღო ვალდებულება შექმნას ქართული ისტორიულ-კულტურული კერა ევროპაში. მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც დაგეგმილ შედეგამდე აუცილებლად მალე მიგვიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართული დიასპორის ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ფრანგული კომპანია უკვე მუშაობს საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეფციაზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა, შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც კონცეფციას ამზადებს საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტით ამ სამუშაოების ჩატარებას. კომისია მუშაობს. იმედია, რომ ყველა მხარის ინტერესი არის გათვალისწინებული ამ პროცესში და ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ლევილი იქცეს საქართველოს კულტურულ ცენტრად ევროპაში”, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლის 16 ივნისს ლევილის მამულში დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე ფართოდ აღინიშნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთში მთელი ქართული დიასპორა.