საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდერს სამუელსენს ხვდება. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვყნების ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრის ფარგლებში, დანიის ელჩს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან.
ამასთან, დაგეგმილია „დანიის სამეზობლო პროგრამის“ პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას 27 მილიონი ევროს ოდენობით, რაც ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას, ასევე მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.