მიხეილ ჯანელიძე დანიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დანიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში გაიმართა, რომელიც ამავე დღეს, მიხეილ ჯანელიძის მონაწილეობით ოფიციალურად გაიხსნა.
საელჩო კოპენჰაგენის ცენტრში მდებარეობს და მისი სამუშაო სივრცე საინტერესო კონცეფციით არის აწყობილი, თითოეულ ოთახს საქართველოს ქალაქების სახელი აქვს მინიჭებული. საელჩოში არის სივრცეები საქართველოს პოპულარიზაციისთვის, დიასპორასთან შეხვედრისა და საკვირაო სკოლისთვის.