მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის მხარდამჭერ რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშული, რომ საქართველო აშშ-სთვის ძალიან მნიშვნლოვანი მოკავშირე და პარტნიორია
მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის მხარდამჭერ რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშული, რომ საქართველო აშშ-სთვის ძალიან მნიშვნლოვანი მოკავშირე და პარტნიორია

აშშ-ის მხარდამჭერ რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშული, რომ საქართველო აშშ-სთვის ძალიან მნიშვნლოვანი მოკავშირე და პარტნიორია,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო.

„აღსანიშნავია და სასიამოვნოა რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირდა. ეს არის ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და, რომელშიც მკაფიოდ არის ხაზგასმული ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ასევე ხაზგასმით არის აღნიშული, რომ საქართველო აშშ-სთვის ძალიან მნიშვნლოვანი მოკავშირე და პარტნიორია რეგიონში.

მინდა, აშშ-ს ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი მხარდაჭერილი იქნება სხვა კონგრესმენების მხრიდანაც“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

24 მაისს, აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. რეზოლუცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.