მიხეილ ბატიაშვილი - რეფორმა კომპლექსურია, განათლების ყველა საფეხურს მოიცავს და სწორედ ამით განსხვავდება წინა რეფორმებისგან
მიხეილ ბატიაშვილი - რეფორმა კომპლექსურია, განათლების ყველა საფეხურს მოიცავს და სწორედ ამით განსხვავდება წინა რეფორმებისგან

განათლების სისტემის რეფორმა არის კომპლექსურია და განათლების ყველა საფეხურსა და მიმართულებას მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომელიც თავისი უწყების მუშაობის ანგარიშს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს აცნობს.

„ხშირად ისმის კითხვა, რითი განსხვავდება ეს რეფორმა წინა რეფორმებისგან. ამჯერად, რეფორმა არის კომპლექსური, ერთიანი სისტემის განათლების ყველა საფეხურისა და მიმართულებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში გამოსვლისას სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2021-2023 წლებისთვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელისთვის. გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.