მიანმარის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს
მიანმარის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს

მიანმარის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიანმარის დაკავებული ლიდერი 15 თებერვალს უნდა გათავისუფლებულიყო.

საპროტესტო აქციების ფონზე, მიანმარელმა სამხედროებმა ქვეყნის მთავარ ქალაქებში ჯავშანტრანსპორტიორები გამოიყვანეს.

პირველ თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს და აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვს. მიანმარის სამხედრო მმართველებმა გასულ ღამეს ინტერნეტი შეზღუდეს, დილით კი ინტერნეტთან კავშირი აღდგა.