მიანმარის ყოფილი ლიდერი დაკავების შემდეგ სასამართლოში პირველად გამოჩნდა
მიანმარის ყოფილი ლიდერი დაკავების შემდეგ სასამართლოში პირველად გამოჩნდა

მიანმარის ყოფილი ლიდერი აუნ სან სუ ჩი დაკავების შემდეგ სასამართლოში პირველად გამოჩნდა. მიანმარის ყოფილი ლიდერის ადვოკატი აუნ სან სუ ჩის განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ხელისუფლებიდან ჩამოგდებული პარტია იარსებებს იმ დრომდე, ვიდრე ადამიანები იარსებებენ.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე აუნ სან სუ ჩის ადვოკატებთან 30 წუთის განმავლობაში ჰქონდა შეხვედრა.

ბოლო კვირების განმავლობაში 75 წლის ყოფილი ლიდერი სასამართლოში შეკითხვებს ვიდეოჩართვით პასუხობდა. სან სუ ჩი ბრალდებულია ამბოხებისკენ მოწოდებაში, სახელმწიფო საიდუმლოების კანონისა და კორონავირუსის შემზღუდველი ზომების დარღვევაში.

მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება მიმდინარე წლის პირველ თებერვალს განახორციელეს.