მეტრო „ვარკეთილში“, სადაც ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ დასრულდა
მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც დღეს დილით ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.
სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
„ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო.
სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.
განახლებული მეტროსადგური დავით ნარმანიამ დაათვალიერა და განაცხადა, რომ „მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა“.