მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა

14:06, 22.06.2018

თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა.

პირველი არხის ინფორმაციით, პირები, რომლებსაც ბრალი  წაუყენეს, კომპანიების – „გეომეფისა“ და „ყვარელრემმშენის” წარმომადგენლები არიან.

ოფიციალური ინფორმაცია და რა მუხლებით წარედგინათ ბრალი პირებს, ჯერ არ ვრცელდება.

მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერი  მიმდინარე წლის 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე ჩაოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

მსგავსი