მეტრო „ნაძალადევთან“ მანქანის შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მეტრო „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მეტროსადგურთან, ავტომანქანა ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, 29 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში მომხდარი დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.