მერიის 11 საქალაქო სამსახურის უფროსი საკრებულოს უმრავლესობამ დაამტკიცა
მერიის 11 საქალაქო სამსახურის უფროსი საკრებულოს უმრავლესობამ 40 ხმით დაამტკიცა.
მხოლოდ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ნიკოლოზ ჭონქაძეს 38-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ერთმა თავი შეიკავა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.
თბილისის მთავრობის დამტკიცების პროცესში, ოპოზიციური ფრაქციები მონაწილეობას არ იღებდნენ.
საკრებულოს უმრავლესობამ თბილისის მერიას ნდობა გამოუცხადა.