მერაბ ნინიძე Homeland-ში გამოჩნდა - ახალი ამბავი შეიცავს სპოილერს [ვიდეო]
მსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარულ ამერიკულ სერიალ Homeland-ის მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში (All In) გამოჩნდა.
ქართველი მსახიობი რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის მიროვის როლს ასრულებს, ის აგენტების დახმარებით აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ მუშაობს. მეთერთმეტე სერიაში მოქმედება მოსკოვში ვითარდება.
მანამდე, სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიაში (Useful Idiot) მერაბ ნინიძის პერსონაჟის მხოლოდ სატელეფონო საუბრის ხმა ისმოდა.
მეშვიდე სეზონის ფინალი Show Time-ის ეთერში კვირას, 29 აპრილს გავა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ Homeland-ი მერვე სეზონით დასრულდება. ინფორმაციას სერიალის ვარსკვლავი და მთავარი როლის შემსრულებელი კლერ დეინსი ავრცლებს.
Homeland-ი Showtime-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალია.