მერაბ ნინიძის მონაწილეობით ფილმ „კონკლავის“ გადაღებები დაიწყო
მერაბ ნინიძის მონაწილეობით ფილმ „კონკლავის“ გადაღებები დაიწყო

ოსკარზე ნომონირებული კინოსურათის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ რეჟისორი ედვარდ ბერგერი რომში თრილერ „კონკლავის“ გადაღებებს შეუდგა.

ფილმში ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი და იზაბელა როსელინი, ასევე მონაწილეობს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე.

ფილმი ეფუძნება რობერტ ჰარისის ბესტსელერს და მისი ეკრანიზაციის ავტორი პიტერ სტროგანია.

კინოსურათის სიუჟეტი ვატიკანში ვითარდება, სადაც პაპის გარდაცვალების შემდეგ კარდინალ ლოურენსს,  რომლის როლსაც რალფ ფაინსი ასახირებს, ახალი პაპის პოვნას დაავალებენ. ამგვარად, ლოურენსი ხდება შეთქმულების მონაწილე, რადგანაც კარდინალები საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ. პოლიტიკური მაქინაციების ფონზე კინოსურათის მთავარი გმირი ხვდება, რომ გარდაცვლილ რომის პაპს ჰქონდა საიდუმლო, რომელიც მან უნდა ამოხსნას, ვიდრე ახლა პაპს აირჩევენ.

გამოცემა „ვარიეტის“ ცნობით, მერაბ ნინიძე ფილმში ერთ-ერთი კარდინალის როლს ასრულებს ვატიკანის იმ კარდინალებიდან, რომლებიც „სიქსტის კაპელაში“ არიან იზოლირებულები და ​ახალ პაპს ირჩევენ.