სერიალი „მაკმაფია“, რომელშიც მერაბ ნინიძე მონაწილეობს, საერთაშორისო ემის ნომინანტია
სერიალი „მაკმაფია“, რომელშიც მერაბ ნინიძე მონაწილეობს, საერთაშორისო ემის ნომინანტია

საერთაშორისო ემის ნომინანტთა სია ცნობილია. საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინანტი ბრიტანული სერიალი „მაკმაფია“ (McMafia) გახდა.

სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

სერიალის სცენარის მიხედვით, ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. თუმცა, წარსულისგან თავის დაღწევას ტრაგიკული შემთხვევა არ აცდის, რომელიც მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების დაცვისკენ უბიძგებს.

„მაკმაფიას“ კონკურენტები ამ ნომინაციაში ბრაზილიური და გერმანული სერიალები არიან.

საერთაშორისო ემის ლაურეატები 25 ნოემბერს გამოვლინდებიან.