მერაბ ნინიძის მონაწილეობით, ხვალიდან პირველ არხზე რეიტინგული სერიალი „ბერლინის განყოფილება“ იწყება

ხვალიდან, პირველი არხი წარმოგიდგენთ EPIX-ის ყველაზე რეიტინგულ სერიალს „ბერლინის განყოფილება“, რომელშიც მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს. მერაბ ნინიძე სერიალის პირველივე სეზონში გამოჩნდება.

სერიალში მოქმედება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ბერლინის განყოფილებაში ვითარდება. დენიელ მილერი განყოფილებაში საიდუმლო მისიით ჩადის, რათა გამოავლინოს პირი, ვისგანაც ინფორმაციამ გაჟონა. ბერლინის ოფისში მიზნის მისაღწევად ხშირად არაორდინალური მეთოდებით მოქმედებენ.

მერაბ ნინიძის გარდა სერიალში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები ეშლი ჯადი, რიჩარდ არმიტიჯი, მინა ტანდერი, რის ივანსი და სხვ.

ხვალიდან პირველი არხი სერიალის პირველ სეზონს შემოგთავაზებთ. მესამე, საფინალო სეზონზე კვირაში ერთხელ პირველ არხზე საპრემიერო ჩვენება გაიმართება.

სერიალი 2016 წელს გამოვიდა და გადაღებები ამ დრომდე მიმდინარეობს.