მსახიობი მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში გამოჩნდება [ვიდეო]

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალ „თრედსტოუნში“ (Treadstone) გადაიღეს. სერია მისი მონაწილეობით ეთერში მომავალ სამშაბათს გავა ეთერში. საკაბელო არხი USA Network-ი სერიალის პირველი სეზონის მეშვიდე სერიის ანონსს ინტერნეტში ავრცელებს.

„თრედსტოუნი“ არის სპინოფი და მოვლენები სპეცაგენტ ჯეისონ ბორნის სამყაროში ვითარდება. სერიალის სიუჟეტის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა „თრედსტოუნის“ მიზანი აგენტების შესაძლებლობების ხელოვნური მოდიფიკაციაა. ასეთი რამდენიმე აგენტი კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს დავალებას.

მსახიობი მერაბ ნინიძე ასევე პოპულარული ამერიკული სერიალის, Homeland-ის ბოლო სეზონში მონაწილეობს. მისივე მონაწილეობით ამერიკულ ფილმს, Ironbark-ს კი მაყურებელი 2020 წელს იხილავს.