ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ ფილმში „შერლოკისა“ და „იმიტაციის თამაშის“ ვარსკვლავთან, ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს.
IMDb-ის მიხედვით, რეჟისორ დომენიკ კუკის ფილმი
Ironbark-ი ეკრანებზე 2019 წელს გამოვა.
ფილმი ცივი ომის პერიოდს ეხება, რომელშიც ჯაშუში გრევილ უეინი რუს აგენტთან ერთად კუბის სარაკეტო კრიზისის დასრულებას ცდილობს.