მეგან მარკლის საქორწინო თაიგული, სამეფო ოჯახის ტრადიციის თანახმად, ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დატოვეს.
ეს ტრადიცია დედოფალ ელისაბედის დედამ 1923 წელს დაიწყო. მან თავისი ძმის, ფერგუსის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, თაიგული ჯარისკაცის საფლავზე დადო. ფერგუსი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა.
მეგან მარკლის თაიგულის დიზაინერი ფილიპა კრადოკია. საქორწინო თაიგული შროშანებისგან, ასლილბელისგან, ჟასმინისგან, ასტრანტიასა და მირტისაგან იყო აწყობილი.