მედიის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგი კონგრესში ჩვენების მისაცემად მზად არის
მედიის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგი კონგრესში ჩვენების მისაცემად მზად არის

„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მზადაა, კონგრესში ჩვენება მისცეს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

საქმე სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენებას ეხება.

როგორც ცუკერბერგთან დაახლოებული წყარო ამბობს, Facebook-ის დამფუძნებელი სულ მცირე, ერთ მოსმენას დაესწრება და კონგრესმენების კითხვებს უპასუხებს.

მარკ ცუკერბერგის კაპიტოლიუმის შენობაში მისვლას კონგრესმენები Facebook-ისა და Cambridge Analitica-ს გარშემო აგორებული სკანდალის გამო ითხოვენ. ამ კომპანიას სოციალური ქსელის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების უკანონო მითვისებასა და ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის, კერძოდ კი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ.

ამერიკული მედიის ცნობით, მარკ ცუკერბერგი კონგრესში დაკითხვაზე აპრილში მივა.