დეინა უაითი - ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის ორთაბრძოლიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებაში დაიხარჯება #1TVSPORT
დეინა უაითი - ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის ორთაბრძოლიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებაში დაიხარჯება #1TVSPORT

UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი აქტიურად არის ჩართული ცნობილი ბიზნესმენების, მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ორთაბრძოლის ორგანიზებაში, – იუწყება The New York Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, უაითი თითქმის ყოველდღიურად ეხმიანება მსოფლიოს უმდიდრეს ბიზნესმენებს, მაგრამ მოსალოდნელი ბრძოლა, რომელმაც კოლოსალური ინტერესი გამოიწვია, UFC-ის ეგიდით არ გაიმართება. აღნიშნავენ, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს, ღონისძიებიდან მიღებული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდეს.

შეგახსენებთ, რომ ცუკერბრგმა და მასკმა ერთმანეთი ბრძოლაში გამოიწვიეს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. თუმცა, დეინა უაითის განცხადებით, ორივე ბიზნესმენი სერიოზულად არის განწყობილი და ორთბარძოლის ადგილიც შერჩეულია – ლას ვეგასი.

UFC-ის არაერთმა სპორტსმენმა გამოთქვა სურვილი, რომ ცუკერბერგსა და მასკს ორთაბრძოლისთვის მომზადებაში დაეხმაროს.