„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ენდრიუ კლაიდი არჩევნებში ჩარევად მიიჩნევს მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომლის თქმითაც, ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სტატიის „ფეისბუქში“ გაზიარება შეზღუდა
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ენდრიუ კლაიდი არჩევნებში ჩარევად მიიჩნევს მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომლის თქმითაც, ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სტატიის „ფეისბუქში“ გაზიარება შეზღუდა

„ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომ 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ენდრიუ კლაიდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არჩევნებში ჩარევაა.

„ეს არა უბრალოდ სიგიჟე, ეს არჩევნებში ჩარევაა. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს მარკ ცუკერბერგი ფიცის ქვეშ ჩვენების მისაცემად, გამოძიების ფედერალური ბიუროს მცდელობებზე თავი აარიდოს პირველ შესწორებას. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებსა და პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კონგრესმენმა „ტვიტერის“ გვერდზე.

„ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან – ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება გამოძიების ფედერალური ბიუროდან (FBI) მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა. გამოძიების ფედერალური ბიურო სოციალურ ქსელს რუსული პროპაგანდის სიჭარბეზე აფრთხილებდა. „ბიბისის“ ცნობით, მარკ ცუკერბერგი განმარტავს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს კონკრეტულად ბაიდენის ისტორიასთან დაკავშირებით გაფრთხილება არ მიუცია, თუმცა „ფეისბუქში“ ჩათვალეს, რომ ეს ისტორიაც ასეთივე კონტექსტის იყო.