რუსეთმა კამალა ჰარისს, მარკ ცუკერბერგსა და კიდევ 27 ამერიკელს ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა
რუსეთმა კამალა ჰარისს, მარკ ცუკერბერგსა და კიდევ 27 ამერიკელს ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა

რუსეთმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, „ფეისბუქის“ შემქმნელ მარკ ცუკერბერგს და კიდევ 27 ამერიკელს რუსეთში ჩასვლა აუკრძალა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შავი სია გააფართოეს, რადგან აშშ აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

რუსეთში ჩასვლა ასევე აუკრძალეს პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ნედ პრაისს, ასევე რამდენიმე ამერიკელ ტელეწამყვანსა და ბიზნეს ლიდერებს.