მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი ცოლის ცემისთვის დააპატიმრეს
მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი ცოლის ცემისთვის დააპატიმრეს

მოსკოვის “სპარტაკისა” და ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი ქუინსი პრომესი შვებულების დროს კურორტ იბიცაზე სკანდალში გაეხვა, – წერს ჰოლანდიური ვებგვერდი Soccernews.nl.

როგორც ირკვევა, 26 წლის ფეხბურთელი ესპანეთის პოლიციამ მეუღლის ცემის გამო დააპატიმრა. დაზარალებულებს შორის უცნობი ადამიანებიც არიან, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ.
ჟურნალისტები იმასაც წერენ, რომ იმ საღამოს პრომესთან ერთად, ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი უესლი სნეიდერიც იყო, მაგრამ მას ინციდენტთან არანაირი კავშირი არ არის.