ფრანკ დე ბურმა საქართველოსთვის სქემა შეარჩია - ევროპის ჩემპიონატიც, შესაძლოა, ასე დავიწყოთ #1TVSPORT
ფრანკ დე ბურმა საქართველოსთვის სქემა შეარჩია - ევროპის ჩემპიონატიც, შესაძლოა, ასე დავიწყოთ #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს წინააღმდეგ ამხანაგური თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი ისეთივე სათამაშო სქემით ითამაშებს, რომელიც შოტლანდიასთან ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში გამოიყენა.

„ჩვენ 3-5-2 სქემით თამაში მოგვწონს, რადგან ეს სისტემა ნიდერლანდების ნაკრებისთვის ყველაზე ოპტიმალურია. უკრაინასთან ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი, სავსებით შესაძლებელია, ასე ვითამაშოთ. მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია“, – განაცხადა ფრანკ დე ბურმა.

შოტლანდიასთან 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ დე ბური ნიდერლანდელებისთვის უფრო ბუნებრივ 4-3-3 სათამაშო სქემას დაუბრუნდებოდა, მაგრამ ნიდელრანდელა მწვრთნელი ასე არ აპირებს.

„საქართველოსთან ამხანაგური მატჩი გველის, ასეთ შეხვედრებს კი სასწავლო და მოსამზადებელ პროცესს ტყუილად არ უწოდებენ. ამ გაკვეთილისგან რაღაც უნდა ვისწავლოთ და გავაანალიზოთ. ხვალინდელი მატჩის დროს არჩევანს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩის შესაბამისად გავაკეთებთ“, – ამბობს ფრანკ დე ბური.