„აიაქსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდს დანით თავდასხმისთვის პატიმრობა ემუქრება
„აიაქსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდს დანით თავდასხმისთვის პატიმრობა ემუქრება

ამსტერდამის „აიაქსის“ ფორვარდს ქუინსი პრომესს ბრალად ედება დანით მძიმე ჭრილობების მიყენება.

ნიდერლანდური გაზეთი „ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ივლისის ბოლოს, ფეხბურთელი გახდა ინციდენტის მონაწილე, რომელიც ოჯახური ვახშმის დროს მოხდა. ჩხუბისას, მან თავისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დანა დაარტყა.

დაზარალებულმა მამაკაცმა მომხდარის შესახებ ერთი თვის წინ განაცხადა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო, რასაც ფეხბურთელის დაპატიმრება მოჰყვა.

აღნიშნავენ, რომ თავდასხმისთვისა და სხეულის სერიოზული დაზიანებისთვის პრომესს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ მომენტისთვის, ფეხბურთელი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება, სადაც სამ დღეს გაატარებს. ამის შემდეგ, წინასწარი დაკავების ვადა შეიძლება გაიზარდოს.

ამ სეზონში პრომესმა „აიაქსის“ რიგებში 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.