ჰოლანდიამ ერთა ლიგისთვის შემადგენლობა დაასახელა
ჰოლანდიამ ერთა ლიგისთვის შემადგენლობა დაასახელა

ერთა ლიგის ფინალური ტურნირის მონაწილე ჰოლანდიის ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანის არჩევანი ასეთია:

მეკარეები – მარკო ბიზოტი (ალკმაარი), კენეტ ვერმეერი (ფეიენოორდი), იესპერ სილესენი (ბარსელონა, ესპანეთი);

მცველები – ნათან აკე (ბორნმუთი), პატრიკ ვან ანჰოლტი (კრ. პალასი, ინგლისი), დეილი ბლინდი (აიაქსი), მატეის დე ლიგტი (აიაქსი), სტეფან დე ვრი (ინტერი, ინტერი), ვირჯილ ვან დიიკი (ლივერპული, ინგლისი), დენზელ დუმფრიზი (ეინდჰოვენი), ჰანს ჰატებოერი, ატალანტა, იტალია);

ნახევარმცველები – დონი ვან დე ბეეკი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (აიაქსი), კევინ სტროტმანი (მარსელი, საფრანგეთი), ტონი ვილენა (ფეიენოორდი), ჯორჯინიო ვიინალდუმი (ლივერპული, ინგლისი), დევი პროპერი (ბრაიტონი, ინგლისი);

ფორვარდები – ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი), რაიან ბაბელი (ფულჰემი, ინგლისი), მემფის დეპაი (ლიონი, საფრანგეთი), ქუინსი პრომესი (სევილია, ესპანეთი), სტივენ ბერგვიინი (ეინდჰოვენი).

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჰოლანდიის ნაკრები 6 ივნისს, გიმარაეშში შეხვდება ინგლისს.