ქუინსი პრომესი რამდენიმე კვირას გამოტოვებს
ქუინსი პრომესი რამდენიმე კვირას გამოტოვებს

ამსტერდამის „აიაქსის” ფორვარდმა ქუინსი პრომესმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 21-ე ტურში „ეინდჰოვენის” წინააღმდეგ თამაშისას ტრავმა მიიღო.

ამსტერდამული კლუბის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელს მუხლი აქვს დაზიანებული და უახლოესი რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ „ეინდჰოვენთან” მატჩში ასევე ტრავმების მიიღეს მცველმა იოელ ველტმანმა და ნახევარმცველმა რაიან ბაბელმა. პირველს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, მაგრამ სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, ბაბელი კი საერთო ჯგუფს კვირის ბოლოს შეუერთდება.

შეხვედრა „აიაქსმა“ 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე სწორედ პრომესმა გაიტანა. ამ სეზონში მან ერედივიზიონში 18 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.