მედიის ცნობით, პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ათი ადამიანი, 25-მდე კი დაშავებულია
მედიის ინფორმაციით, პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულია ათი ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 25-ს აღწევს.
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი განეიტრალებულია.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.