ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტთან ცეცხლი გახსნა, განეიტრალებულია
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტთან ცეცხლი გახსნა, განეიტრალებულია

ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღაში, უნივერსიტეტთან ცეცხლი გახსნა, განეიტრალებულია.

სამათალდამცველების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე არის რამდენიმე დაღუპული და ათობით დაშავებული.

სროლა იან პალახის მოედანზე მდებარე კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია. უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და მოქალაქეებს გართ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, ტრაგიკული მოვლენების გამო მან დაგეგმილი უახლოესი შეხვედრები გააუქმა.