მედიათეკაში ვაკის რაიონში მცხოვრებლებისთვის დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს
მედიათეკაში ვაკის რაიონში მცხოვრებლებისთვის დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

ვაკის პარკის მედიათეკაში ვაკის რაიონში მცხოვრებლებისთვის დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმში 15-მდე კომპანია მონაწილეობს, რომლებიც შრომის ბაზარზე არსებულ 800-მდე აქტიურ ვაკანსიას წარადგენენ.

მასში მონაწილეობას www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიც იღებენ. დასაქმების მსურველებმა თან უნდა იქონიონ CV, მისი არ ქონის შემთხვევაში აპლიკაციას ადგილზე შეავსებენ.

ფორუმში მონაწილეობა სხვა უბნის მცხოვრებლებსაც შეუძლიათ.

ინიციატივა თბილისის საკრებულოს დეპუტატებს ეკუთვნით.