ევროკავშირის მხარდაჭერით, ოზურგეთში ფართომასშტაბიანი დასაქმების ფორუმი გაიმართა
ევროკავშირის მხარდაჭერით, ოზურგეთში ფართომასშტაბიანი დასაქმების ფორუმი გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ოზურგეთში ფართომასშტაბიანი დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანია ახალგაზრდებისთვის, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, დასაქმების მსურველი ჯგუფებისთვის დასაქმების ხელშეწყობა.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო 24 კომპანია 187 სამუშაოს მაძიებელი, 78 ვაკანსია, 190 სამუშაო ადგილით.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, სექტორთა შორის თანამშრომლობის როლისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზების შესახებ.

ამასთან, დასაქმების ფორუმის, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით გაიმართა, ორგანიზატორები არიან ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, საქართველოს გაერო-ს ასოციაცია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.