მედია - მარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ განხორციელდა, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაბომბეს
მედია - მარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ განხორციელდა, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაბომბეს

ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ განხორციელდა, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაბომბეს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„გუშინ რუსებმა გამოაცხადეს სიჩუმის რეჟიმი, რათა უზრუნველყოფილიყო მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა აზოვსტალის თავშესაფრებიდან. პარალელურად, შემოიყვანეს არტილერია და დაიწყო აზოვსტალის ზონის დაბომბვა“, – წერს ანდრიუშენკო.

მედიის ცნობით, ანდრიუშენკომ აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში, სურვილის შემთხვევაშიც კი, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელი იყო.