მდინარე მტკვარში არსებული წყლის ჭარბი ნაკადის გამო, ​მისი დონის დაწევის მიზნით, ორთაჭალჰესს გააჩერებენ
მდინარე მტკვარში არსებული წყლის ჭარბი ნაკადის გამო, ​მისი დონის დაწევის მიზნით, ორთაჭალჰესს გააჩერებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე მტკვარში არსებული წყლის ჭარბი ნაკადის გამო, თბილისში მტკვრის კალაპოტში წყლის დონის დაწევის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ დაიწყო ორთაჭალჰესის გაჩერების პროცესი. მოხდება ფარების აწევა და ჭარბი წყლის გატარება.

„მტკვრის დონის დაწევა შესამჩნევი გახდება რამდენიმე საათში. ჰესის დროებით გაჩერების გამო, ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხება არ მოხდება. აღნიშნული სამუშაო გამოიწვევს მტკვარში წყლის აჩქარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას, ტურისტებს და მტკვარზე მომუშავე შესაბამის ობიექტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მტკვარზე მცურავი საშუალებებით გადაადგილებისგან“, – აცხადებენ უწყებაში.