მაშველები მტკვარში მოქალაქეს ეძებენ
მაშველები მტკვარში მოქალაქეს ეძებენ

სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები სამაშველო ოპერაციას ატარებენ.

არსებული ინფორმაციით, მტკვარში მამაკაცი გადახტა და სწორედ მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 20-მდე მეხანძრე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.