სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები სამაშველო ოპერაციას ატარებენ.
არსებული ინფორმაციით, მტკვარში მამაკაცი გადახტა და სწორედ მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 20-მდე მეხანძრე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.