მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში შეტაკებების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში მიმდინარე შეტაკებების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. საპროტესტო აქციები და ისრაელის სამხედროებთან შეტაკებები აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას უკავშირდება.
მხოლოდ დღის მეორე ნახევარში დასავლეთ სანაპიროზე 30-მდე ლოკაციაზე დაფიქსირდა დაპირისპირება. მათ შორის იუდეასა და სამარიაში.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ისრაელის სამხედროებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. საპასუხოდ კი სამხედროებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორიელეს.
არეულობის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე 217, ღაზას სექტორში კი 16 ადამიანი დაშავდა.