სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

16:31, 21.04.2023
A general view shows a cloud of smoke in Khartoum, Sudan, April 18, 2023 in this screen grab obtained from a social media video. Twitter @ayman_amin_/via REUTERS

A general view shows a cloud of smoke in Khartoum, Sudan, April 18, 2023 in this screen grab obtained from a social media video. Twitter @ayman_amin_/via REUTERS

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 413 ადამიანია მოკლული, 3 550-ზე მეტი კი დაშავებული.

ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებზე 11 თავდასხმა განხორციელდა. ამასთან, იუნისეფ-ის ინფორმაციით, სუდანში შეტაკებებისას მოკლულია, სულ მცირე, ცხრა ბავშვი, დაშავებულია 50-ზე მეტი არასრულწლოვანი.

იუნისეფ-ში ასევე აცხადებენ, რომ სუდანში ბავშვებს შორის არასრულფასოვანი კვების ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, საბრძოლო მოქმედებები კი ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

შეგახსენებთ, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები გასულ შაბათს დაიწყო. გუშინ საღამოს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის 72-საათიანი რეჟიმი გამოაცხადეს.

 

მსგავსი